Sunday, August 14, 2011

ომბალო

გადავწყვიტე, გავიგო იმ მცენარეებზე, რომლებსაც გზადაგზა შევხვდებოდი და პირველი სწორედ ომბალო შემომეფეთა.
პირველი, უკვე ზედმეტად კარგად აპრობირებული ნაბიჯი კონკრეტული მიზნის მისაღწევად ცხადია, გუგლია. მეც მოხდენილი ქართული ასოებით შთავწერე ,,ომბალო" მის ყოვლისმომცველ წიაღში. გაიხსნა ბევრი გვერდი (რაც არ უნდა გასაოცარი იყოს მაი ანბავი), მაგრამ მე რამაც მომხიბლა ლინკოლნ ომბალო გახლდათ. დიახ, დიახ, ეს ჩვენი ომბალო–მრავალწლოვანი და გარდა ამისა, ტუჩოსანთა ოჯახიდან რომ მომდინარეობს და +თავის წარმომავლობა რომ ეამაყება...მოიპოვება ადამიანის გვარის სახით საცხა, დედამიწის რომელიღაცა კუთხეში შავტუხა ბიჭის სახით.
დავუბრუნდები მე ისევ ფრიად პატივცემილ ომბალოს:
ვიკიპედია გვეუბნება:
ომბალო (Mentha pulegium), მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. საქართველოში ველურად ბევრგანაა გავრცელებული, უფრო მეტად კი დასავლეთში, მაგრამ კულტურულად ყველგან მოჰყავთ. ომბალო ყინვაგამძლეა, აქვს სწორმდგომი, მწვანე, ოდნავ შებუსული, ოთხწახნაგოვანი ღერო., 46 სმ-მდე სიმაღლისა.
(ჩქიმი ჩანართი: ჩემი ნაცნობი ომბალოები არიან მიწაზე გართხმულნი, ალბათ, ძროხების მხრიდან ზეწოლის გამო)

ფოთოლი მარტივია, მომრგვალო ან მოგრძო-ოვალური, ფერად მუქი მწვანეა. იზრდება ჭარბტენიან ნიადაგებზე. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, მენთოლს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონიდებს, სიმწარეებს, მჟავეებს – განსაკუთრებით ყვავილობისას. კულინარიაში იყენებენ ნედლად და გამხმარს.

ამ სუნელებას ლათინური სახელიც აქვს: Mentha pulegium
თურმე ნუ იტყვი და,,, ომბალო მკურნალიც ყოფილა. იგი იბრძვის კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის წინააღმდეგ.

+ იგი არის დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი; ასუფთავებს ღვიძლს და გამოჰყავს კენჭები ნაღვლის ბუშტიდან. იყენებენ გამაგრილებელ საშუალებად ციებ-ცხელების დროს და გაციებისას. აყუჩებს კბილის ტკივილს.
ხალხური მედიცინა იყენებს ჭრილობის შემახორცებელ და ანტისპაზმურ, აგრეთვე ყივანახველის, ასთმის და ისტერიის დროს დამაწყნარებელ საშუალებად.

შენ გეგონა ამით დაამთავრა ომბალომ კაცობრიონაზე ზრუნვა? ნურას უკაცრავად,,, შესანიშნავი ბალახია შეჭამანდებისათვის, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ტყემლის საწებლისათვის.


გარდა აღნიშნულისა, ომბალო შესანიშნავია იმითაც, რომ მისი სურნელი აფრთხობს რწყილებს.

1 comment:

  1. ყველაზე დიდ პლიუსად მე მაინც რწყილების დაფრთხობა მიმაჩნია :D სოფელში მისწრებაა პირდაპირ :D

    ReplyDelete