Tuesday, August 16, 2011

svanფაქტორი/2011

სვანეთი საქართველოს ერთ–ერთი ულმაზესი კუთხეა, რომელიც ამ უკვე ხსენებული ქვეყნის განაპირას არის მთებში განფენილი და ბლა, ბლა, ბლა...

სვანეთი რომ გაიგო,,,უნდა ნახო საკუთარი თვალით და ბლა, ბლა, ბლა ...

აი, მე კი,,,აქ დავიბადე, მიუხედავად იმისა, რომ ჩქიმი დაბადების მოწმობა სხვაგვარად ღაღადებს.
ნუ გაგიკვირდებათ ladies და gentleman-ებო, ჟამსა ჩქიმი დაბადებისასა ეტყობა ეგეთი რამეები მოსული იყო... მოკლედ დღიდან ჩქიმი დაბადებისა, მიყვარს აქაურობა. გავიზარდე და გავიაზრე, რომ მთა ბუმბერაზია და რომ არ გიყვარდეს, ვერ შეიძლება. 
მეც ვერა, ვერ გავუძელი მაგენის ხიბლს და ვიწევ აქეთკენ, ამოვდივარ, დავდგები მთების ძირში და გულის გულიდან სალამსა და მონატრებას ვუთვლი, მერე ვიწყებ ზესვლას... აი, ამის ნახვა კი ნაღდად არ ღირს ;)
რეიზა და რატომ?
ვფორთხავ, ვჩოჩავ, ვბორიალობ, ვიხრჩობი, სუნთქვა მეკვრის, პირი მიშრება, ლამისაა დავეგდო ძირს,,,მაგრამ ასვლა რომ მინდა? როდესღაც, მაგრამ მაინც ავდივარ ,,, უჰ ,,, საოცარი გრძნობაა, ვერ დაარქმევ ზმნას,,,

მომინდა ახლა, მაგრამ ნურას უკაცრავად ;) წვიმს და ღამეა. ღამე ტყეში ვერ ვმოძრაობ,,,შიშფაქტორია :)

ერთი უცნაურობა დაემართა ჩემს ზაფხულს, ინტერნეტომანია ამ ჩემს აივანზე,,,არადა, რა დასანანია, როცა მიშტერებიხარ განუზომელ სივრცეს და გარშემორტყმული მთები დაულაშქრავი გრჩება,,,კიდევ კაი, რომ წვიმს და თავის გასამართლებელი მიზეზი მაქვს :( ვერა რაა,,,ვერ ვისწავლე ჩემ თავთან ომი...უხ..

სამაგიეროდ, ნახე ჩქიმი აივანი რა დღეში მყავს განლაგებული : 


No comments:

Post a Comment